დაგან დაგან

დღემდე ვერ ვხსნი, რით არის გამოწვეული ჩემი სიყვარული მატარებლების და ლიანდაგების მიმართ.

პირველი მგზავრობა ბუნდოვნად მახსოვს, არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი, ხმა მახსოვს და კიდევ ის, როგორ მოგვსდევდნენ ხეები. მამამ წამომიყვანა თბილისში. თამრიკო ამბობს, სახლში რომ მოხვედი ცხვირი სულ გაშავებული გქონდაო მინისგან. ეტყობა მინაზე მიჭყლეტილი ვუყურებდი ხეებს და ალბათ, რომ ვერ გვეწეოდნენ ენასაც გამოვუყოფდი დროდადრო.

სხვა ხიბლი აქვს მატარებელს. ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მატარაბელში მქონდა. ჩემი მეგობრების გამო. ამას ოდესმე მემუარებში მოვყვები 🙂
325709_258963787470636_1697340510_o

338579_258962554137426_1466407480_o

338579_258962540804094_493754297_o

მერე იყო ახალი წელი მატარაბელში, ყველაზე უცნაური განწყობით.

ახლაც, ამ ასაკშიც, ყველაზე მეტად მიყვარს მატარებლების ხიდზე ჯდომა და ლიანდაგების ხმის მოსმენა.

ქალაქში გადაადგილების ყველაზე საყვარელი საშუალება მეტროა. დილის მეტრო არ მიყვარს, გამოუძინებელი, ცარიელი სახეებით სავსე და აჩქარებული. სამსახურის მერე თითქმის ყოველთვის მეტროთი ვბრუნდები სახლში, თითქმის ყოველთვის მიკეთია ყურსასმენები და სათვალე, დავჯდები სკამზე და ვუყურებ ხალხს, (ზოგადად დიდად ხალხთმოყვარე არ ვარ) ვუყურებ როგორ გამოიყურებიან, მთელი დღის ისტორია და შეიძლება ცხოვრებისაც, ამოიკითხო ამ დროს. ვზივარ და ვუყურებ, ძირითადად მოწყენილი, გადაღლილი სახეებია, შედარებთ უფროსებს პარკით საკვები მიაქვთ. მეც ვზივარ და ვუყურებ, მერე  ათასგვარ ისტორიებს ვუყვები ჩემ თავს მათ ცხოვრებაზე. იშვიათად ვღიზიანდები, თუ ხმამაღლა ლანძღავენ ახალგაზრდებს, რომლებიც ადგილს არ უთმობენ. აქაც რამდენიმე კატეგორიაა:

მთვრალი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც რაც შეიძლება ხმამაღლა საუბრობენ (სავარაუდოდ ყურადღების მისაქცევად) „ებღლარძუნებიან“ ერთმანეთს და  არ იციან რომ სულაც არ არიან საამაყო კონდიციაში.

ქუსლებზე შემდგარი პატარა გოგოები, გატანჯული და ცარიელი სახეებით.

ადამიანები, მუყაითად რომ გადაუშლიათ წიგნი და სულ არ აინტერესებთ სად, როგორ და რა ხდება.

და „ოჯახის ხალხი“, ყველაზე დაღლილი და მზრუნველი სახეებით, ხილით ან პურის პარკით ხელში, დროდადრო თავის თავს თუ ცხოვრებას რომ შეღიმებენ ხოლმე.

კარები იკეტება, ბოლო გაჩერება… ამ დროს უკვე ზურგით ვდგები ხოლმე და მინდა ემოციები იქვე დავტოვო. ჭუჭყი, ტკივილი, დაღლა. ესკალატორზე ამოსვლისას, კი ჩვევად მაქვს უკან მოვიხედო და გადავავლო თვალი დარჩენილ მიწისქვეშეთს.

(ერთი წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა: კაცი დგას მეტროს ამოსასვლელთან დიდი ნის განმავლობაში და გამვლელმა კითხა აქ რატო დგახარო, იმდენი ხალხი ამოდის მიწიდან, იქნებ გარდაცვლილი მამაჩემიც ამოვიდესო) რა ვიც. :).

 _DSC0277-001

2 thoughts on “დაგან დაგან

  1. ruska says:

    კარგია!..მომეწონა.

Leave a comment