როგორ წავიდა გოგო მთაში, პირველად.

გამარჯობა, უცხო სამყაროვ.

IMG_8300-002

ვეცდები მოვყვე იმაზე, თუ როგორ წავედი პირველად მთაში.

პარასკევ საღამოს, როცა ჩემი საყვარელი “წმინდა პარასკევი” არც ისე “წმინდა პარასკევი” აღმოჩნდა და სამსახურის შემდეგ სახლში მომიწია წასვლა, თითქოს არაფერი ხდებოდა. შუაღსმის შემდეგ, კომპიუტერთად მისკუპებული ვიჯექი მშვიდად, როცა ჩემმა დამ დამირეკა ტექსტით: ნათიკო, უგები ჩამომიტანე, რამე თბილი ჩაიცვი და ჩამოდი, ყაზბეგში მივდივართ. (ყაზბეგი, მისთვის საყვარელი ადგილია, მე არასოდეს ვყოფილვარ, ნუ მანამდე) ვაახ, მართალია მიყვარს სპონტანური, დაუფიქრებელი წასვლები, მაგრამ ინსტიქტურად მაინც საათს დავხედე, ორი ხდებოდა. დრო მქონდა 10 წუთი მოსამზადებლად. ავადუღე ყავისთვის წყალი, ავკრიფე ტანსაცმელი, რაც მომყვა ხელთ და დავიძარი. 🙂 მანქანაში აღმოვაჩინე, რომ სიჩქარეში აპარატი დამრჩა, მართალია გული დამწყდა, მაგრამ არა უშავს, თვალით დავიმახსოვრებდი პირველ შთაბეჭდილებებს. 🙂

მანამდე ყაზბეგში არ ვყოფილვართქო, კი ვთქვი უკვე, მაგრამ დაახლოებით ვიცოდი გზა, რომლითაც უნდა წავსულიყავით. კარგა ხნის შემდეგ, ავტობანზე ვიკითხე, ყაზბეგი სადაა, იმიტომ რომ აშკარად იმ ადგილს გავცდით კარგა ხანია, სადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყაზბეგისკენ უნდა წავსულიყავით, მერე ჩემ თავში შემეპარა ეჭვი, ვაითუ ეს ყაზბეგი სადმე სხვაგანაა და ჰოი საოცრებავ 🙂 ეს ყველაფერი აღმოვაჩინე მე და არა პაპუნამ და თათიამ. მოკლედ სიცილ-დაცინვებით გორში მოვაბრუნეთ მანქანა და წამოვედით უკან. 

გზაში აღმოვაჩინე, რომ მანქანას, რომლითაც მივდიოდით არ ქონდა არც ერთი მუხრუჭი და სიგნალი. (კიდევ აღმოვაჩინე რაღაცეები, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი:) :))) ეს უკვე საინტერესო იყო. ანანურამდე მეცნო გზა, მერე უკვე აღარ. სადღაც გუდაურთან თოვაც დაიწყო და ასე სრიალ-სრიალით ავედით ყაზბეგამდე. მთელი გზა მესმოდა ჩემი დისგან, რომ: აი დილით მყინვარს ნახავ და ნახე როგორ მოგეწონება იქ ყოფნა, მე ჯიუტად ვამტკიცებდი, რომ მყინვარი ნანახი მაქვს, კუს ტბიდან. :))

IMG_20140525_203017 

(ფოტო თვალსაჩინოებისთვის) 🙂

ეს ცალკე დაცინვის თემა. მოკლედ დილის ხუთი ხდებოდა ყაზბეგში რომ ავედით და მერე გაგვახსენდა, რომ არ ვიცით სად გავათენებთ ღამეს, ვისი ნომრებიც ქონდათ ჩემ თანამგზავრებს, ყველას ეძინათ, მანქანის სიგნალის არქონის გამო ვერც ვერავინ გავაღვიძეთ და იმ დროს, როცა გადავწყვიტეთ, რომ მანქანაში დაგვეძინა, მერე რა რომ ყინავდა, განათებული წერტილი შევნიშნეთ, ილიას უნივერსიტეტის სასტუმრო., სადაც დაგვხვდა საოცარი გარემო და პერსონალი, რომლებიც სულ კეთილად გექცეოდნენ, გიღიმოდნენ და ყურადღებას გაქცევდნენ, მერე რა, რომ დილის ხუთ საათზე გააღვიძე. 🙂 ვერ შევძლებ, რომ მზარეულებზე არ ვთქვა კეთილი სიტყვები, და ამას ყველაზე კარგად მიხვდებიან ისინი, ვინც ჩემი დამოკიდებულება იციან საკვებთან :))

 IMG_8431-002 

IMG_8422-001 დილის პირველი კადრი, ხედი ფანჯრიდან. 🙂

FB_IMG_1444469759431

უჰუმ, მყინვარი ფორმაშია, კეთილგანწყობილი დაგვხვდა, როგორც მითხრეს და კაშკაშა სახით გველოდა 🙂 IMG_8261-001,

ვხვდები, უფრო და უფრო მწყდება გული, რომ ფოტოაპარატი დამრჩა, არც ჩემი სამ პიქსელიანი ტელეფონი მიწყობდა ხელს.  რა თქმა უნდა მხსნელად ისევ თათია მომევლინა. რამდენიმე კადრს დავდებ, რომელიც მისი ტელეფონით გადავიღე და რამაც გადამაწყვეტინა, ისევ დავიწყო ფოტოების გადაღება, იმდენად საოცარი შეგრძნება იყო, იმდენჯერ შეეცვალა განწყობა ამინდს. წამებში ენაცვლებოდა ერთმანეთს კაშკაშა, მზიანი ხედები და ნისლში ჩაძირული ყველაფერი, რძისფერ ნისლში თუ ზედმეტად თეთრში, ხანდახან მეგონა, რომ არ იყო რეალური სამყარო.

IMG_8261-003

IMG_8299-002

IMG_8297-002

IMG_8300-002

IMG_8319-001

IMG_8320-002

ტადამ… გეზი დარიალისკენ. შეგრძნება არც ისე კარგი, საშინლად დაუცველობის, რომ არ მოვიტყუო და შიშიც. შესაბამისად მანქანიდან გადასვლაზე უარი განვაცხადე და მობუზული ვიხედებოდი ფანჯრიდან, გზადაგზა.

მივხვდი, რომ საოცარ და მშვიდ სამყაროში აღმოვჩნდი, ბევრი რამე ხელოვნური რომ მეჩვენებოდა, იმდენად სხვა იყო.

 IMG_8456-002

IMG_8458-002 

IMG_8480-001

არაბუნებრივი და საშიში, შეუჩვეველი და მშვიდი. კარგია სიმშვიდე, მით უმეტეს მაშინ, რომ ყველაფერი ზედმეტად ხმაურობს ირგვლივ. კვირას დავბრუნდით ჩვეულ რუტინაში, ბევრს ვფიქრობ იმ დღეებზე, იმ სიმშვიდეზე, შემოდგომის მთაზე. ვტოვებ კადრს, რომელიც ვიცი დამაბრუნებს უკან,

IMG_8444-002

IMG_8481-002

მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ ეს სიმშვიდე სულაც არაა ჩემი, მე ქაოსის ადამიანი ვარ. მე სულ უნდა დავრბოდე, სულ სადღაც უნდა მეჩქარებოდეს. თუმცა ქაოსიდან გასაქცევად, ვიპოვნე ადგილი, სადაც მშვიდად ვიქნები.

ყაზბეგი.

Advertisements

4 thoughts on “როგორ წავიდა გოგო მთაში, პირველად.

  1. კეთილი იყოს ჩემი ფეხი:) ისე მომეწონა ეს პოსტი:)!!!!! მთა დიდი ხანია ქაოსიდან გასაქცევი ადგილია, ამიტომ ზოგიეთი წინადადება მეუცხოვა. თუმცა აი ეს:
    “ზუსტად ვიცი, რომ ეს სიმშვიდე სულაც არაა ჩემი, მე ქაოსის ადამიანი ვარ. მე სულ უნდა დავრბოდე, სულ სადღაც უნდა მეჩქარებოდეს. თუმცა ქაოსიდან გასაქცევად, ვიპოვნე ადგილი, სადაც მშვიდად ვიქნები.” ისეთი ახლო იყო..<3 დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი შეგრძნებებისთვის!

  2. myredutopia says:

    welcome 🎈
    თუ მთა გიყვარს, დარწმუნებული ვარ გეუცხოვებოდა :))
    მიხარია, რომ მოგეწონა

  3. evoivi says:

    yazbegshi wasvla mominda 🙂 usatuod waval

  4. ჰეჰ :)))
    მეც პირველად ვიყავი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s