გადამალული წიგნების კაცი

ჩემი და ალეკოს, თუ ბატონი ალეკოს თუ როგორც არის, ნაცნობობა დაახლოებით ექვსი წლის წინ დაიწყო.  🙂

ალეკო სამსახურში გავიცანი, ჩვენთან წიგნები მოქონდა ხოლმე, თავიდან ერთად ვარჩევდით წიგნებს, მერე მირჩევდა და მეც ვირჩევდი.მერე დავმეგობრდით. ერთხელ ერთად ვმგზავრობდით მეტროთი და მაშინ მომიყვა თავის დაწერილ წიგნებზე, სამსარა-ზეც მითხრა. კარგი გამოვიდაო,  სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული, წიგნის ეგზემპლარის აღარარსებობის გამო. 🙂 ვერც “გაქცევის მცდელობა” მოვიგდე ხელთ. მერე აღარ წერდა, წლები აღარ წერდა. იმდენად საინტერესო ადამიანია ალეკო, მე მინდოდა რომ ისევ დაეწერა რამე, ალბათ იმათ უფრო აინტერესებდათ, ვინც ალეკოს ძველ ნაწერებს ახლოს იცნობდა.

მერე გავიდა დრო და ალეკომ ჯერ facebook-ზე გამოაჩინა თავისი მოთხრობა ,  წიგნების კაცი წეროზეც იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთნაირად ველოდით კონკურსის დასრულებას და წიგნის გამოსვლას და დეკემბერში მოთხრობების კრებულმა წიგნების კაცი, დღის სინათლეც იხილა და ჩვენც, მკითხველები.IMG_5945
დავიწყებ იმით,(რა თქმა უნდა ჩემ სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ)
ვთვლი, რომ ეს კრებული ახალი სიტყვაა ჩვენს ლიტერატურულ რეალობაში. 🙂

ვიტყვი იმას, რომ დიდი იუმორის გრძნობით არ/ვერ გამოვირჩევი, შესაბამისად მიჭირს ისეთი ნაწარმოებების კითხვა, სადაც დიდი დოზით მომეწოდება იუმორი. 🙂

მახსოვს გაბრიაძის „შერეკილები“ რომ წავიკითხე, მერე კადრებს რომ წარმოვიდგენდი გიჟივით მეცინებოდა.

თითქმის იგივე დამმართა „წიგნების კაცმა“, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს იყო ის რეალობა, რომელშიც არა მარტო მე, ბევრ ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება. კითხვის დროს ერთმანეთში ირევა ემოციები, როცა ვერ გებულობ იცინო თუ იტირო.

ძალიან კარგად არის თითოეული პასაჟი დახატული. ფილმის სცენარივით, კარგი რეჟისორი რომ სჭირდება და კიდევ უკეთესი ოპერატორი.

მიყვარს ალეკოს ისტორიები, უშუალო იუმორი, ვერ ვიტყვი, იმის გამო მომეწონა ეს წიგნი, რომ ალეკო ჩემი მეგობარია. ვფიქრობ ნებისმიერ ადამიანს მოწყვეტს რეალობას და აცინ/ატირებს (თუ ტირილნარევ ემოციებზე არ უნდა მეთქვა.)

მოკლედ: წარმატებები ალეკო. სულმოუთქმელად ველოდები „გადამალვის“ გამოჩენას დღის სინათლეზე და წიგნების თაროებზე.

ეს ჩემი მაშინდელი ემოციაა.

2 ივნისს კი გამომცემლობა”დიოგენე”-მ, კავკასიურ სახლში, ალეკო შუღლაძის ახალი რომანი გადამალვა წარუდგინა მკითხველს.

IMG_5944

მიხარია, რომ გამოსვლამდე მოვასწარი მისი წაკითხვა და და პათეტიკის გარეშე, სადღაც მართლა მშურს მათი, ვისაც წინ აქვს ჯერ კიდევ წაუკითხავი წიგნი. ეს არის წიგნი მძაფრი განცდებით, სიცოცხლის და სიკვდილის ჭიდილით, რეალობით და ირეალობით, ტირილით და სიცილით, ყოველდღიურობით, არაყოველდღიურობით 🙂 თითქმის ყველა ადამიანური შეგრძნებით სავსე.

მოკლედ, გირჩევთ გადამალვის წაკითხვას.

welcome, ალეკო!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s