პარიზი. პარიზი.

img_7850-001

ფოტო ეკუთვნის მიშა ომიაძეს

დაახლოებით მეხუთე-მეექსვე კლასის დროს შევსებული “მეგობრობის დღიური”

  • კითხვა: თქვენი ოცნება
  • ჩემი პასუხი: პარიზში მოგზაურობა.

წარმოდგენა არ მაქვს და არც მახსოვს, რატომ მინდოდა ასეთ პატარა ასაკში პარიზში მოგზაურობა, რა წავიკითხე იმ დროს, რა ვნახე, ვინ მომიყვა. ბუნდოვნად მახსოვს, ერთ ერთ ზაფხულს, თბილისიდან ჩამოსული ჩემი მეზობელი გოგო, როგორ ყვებოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე, შეიძლება დღიური ამის მერე შევავსე. 🙂 

-ლილიან, ყოფილხარ ეიფელის კოშკზე?
-არა, შენთან ერთად წავალ, ჩემო საყვარელო.
-ასეც ვიცოდი. ბედნიერი ხარ. ლილიან?
-რა არის ბედნიერება?
-მაგრამ ვინ უწყის, რა არის იგი სინამდვილეში. ეს უფსკრულის პირას დგომას ნიშნავს.


(ერიხ მარია რემარკი)

არასოდეს ვყოფილვარ პარიზში, მაგრამ მთელი ცხოვრებაა რაღაც სხვანაირად მინდა აქ წასვლა.

ზუსტად ვიცი რომ წავალ, ისე როგორც მინდა ან საერთოდ არ.

მგონია ქუჩებს ვიცნობ, მგონია სულს ვგრძნობ.

წვიმიანი პარიზიც მიყვარს, მერე რა რომ წვიმა და მე არ ვართ მეგობრები.

დიახ, ოცნება ძალიან მაგარია.

შეგიძლია დახუჭო თვალები და იყო ბედნიერი.

ხანდახან მგონია, ოდესღაც მიცხოვრია პარიზში. ზუსტად მაქვს წარმოდგენილი კადრი, როგორ ვსაუზმობ დილით პარიზში, რომელიც ნელ-ნელა იღვიძებს. საუზმედ კრუასანი და ცხელი ყავა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი არ მიყვარს, ამ კადრში ყოველთვის თბილი, გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი სვიტერი მაცვია, თმები დაუდევრად მაქვს შეკრული, ფეხი-ფეხზე მაქვს გადადებული და ვუყურებ, როგორ იღვიძებს ჩემს თვალწინ ქალაქი, რომელსაც მთელი ღამე არ ეძინა. როგორ მიდიან ველოსიპედებით სამსახურში წითელფეხსაცმელებიანი გოგოები, რომანტიული გარეგნობით.

ეიფელიდან რომ ვიხედები დაბლა ნისლია. აქა იქ ჩანს სიმწვანე ნისლიდან. ვიცი, როგორი სუნი აქვს მონმარტს. როგორ მღერიან ქუჩის მუსიკოსები. როგორ მღეროდნენ წინა საუკუნეში.როგორ უყვარდათ, ოცნებობდნენ.

“პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.”

პ.ს  ვიცი, რომ მე აუცილებლად ვნახავ ჩემს პარიზს.

 

 

 

 

Advertisements

4 thoughts on “პარიზი. პარიზი.

  1. siyvarulovna says:

    მე რატომღაც არასდროს მდომებია პარიზი :/

  2. უი, მე საშინლად, ოღონდ არაფერი უნდა ვაკეთო. 🙂

  3. siyvarulovna says:

    მასეთი ქალაქი იყო ჩემთვის ამსტერდამი, და დღემდე ვერ ვიჯერებ რომ ოცნება ავიხდინე 😀

  4. ბერლინი იყო და ვიყავი. პარიზი სხვაა :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s