ფრთხილად, ქუჩაში მკვლელია!

ჩვენ ანი გვყავდა. ლამაზი, ტიტინა ანი, რომელიც ყველას გვინათებდა გულებს, სიცოცხლე უყვარდა.

ერთ დღესაც მაღაზიაში გავიდა, ბიჭი გოგოს ეჩხუბებოდაო მანქანაში, ნასვამიც იყოო თქვეს, ანი ვეღარ დაბრუნდა სახლში იმ დღეს, ვერც სხვა დღეებში.

ანი გაფრინდა! ვეღარ გაიზარდა.

გუშინ გოგონა მიდიოდა სკოლაში დედასთან ერთად, ისიც ანის მსგავსად ვეღარ მივიდა სახლში!

რამდენი იყო მსგავსი, რამდენი გვესმის თითქმის ყოველ დღე, რამდენიც არ ვიცით, არ გავიგია, არ განგვიცდია.

ფრთხილად, ქუჩაში მკვლელია!

ეს წარწერა უნდა გავაკეთოთ ყველგან. ყველა შენობაზე, ყველა ბოძზე რომ ფრთხილად ვიყოთ. დიახ, სავსეა ყველაფერი უთავმოყვარეო მძღოლებით! მუხრუჭმოშლილი მანქანებით, სიჩქარისმოყვარული მძღოლებით. 

ძალიან ხშირად მაქვს განცდა, რომ არავის არ ეშინია კანონის. დაახლოებით ერთი თვის წინ გვიან ტაქსით ვმგზავრობდი, შუა მგზავრობის დროს აღმოვაჩინე, რომ მძღოლი ნასვამი  იყო, დავიმართე პანიკა, დამამშვიდა მშვიდად მიგიყვანო, მართვის მოწმობა ჩამორთმეული მაქვს, მაგრამ მშვიდად დავდივარ, არავინ მაჩერებსო.

რამდენიმე ბიჭი შემხვდა ბოლო ხანებში, დავკონკრეტდები, ორი, რომლებსაც ე.წ ლიშენია ქონდათ, ანუ მართვის მოწმობა ჩემორთმეული, მაინც მანქანით იყვნენ. ორივემ თქვა რომ, გამაჩერა პატრულმა მართვის მოწმობის გარეშე, “მიჯიგრა” და გამიშვაო.

რამდენჯერ ვყოფილვართ თითოეული ჩვენგანი დარღვევის მოწმე თუ მონაწილე, ვხედავთ როგორ არღვევენ წესებს, კვეთენ ღერძულა ხაზებს, არ უთმობენ ზებრაზე, არ ემორჩილებიან შუქნიშანს. მერე? რამდენს გაგვიპროტესტებია ეს ხმამაღლა?

გამოდის, რომ ჩვენც მათნაირი მკკვლელები ვართ, მართალია პოტენციური, მაგრამ მათნაირი. 

იხდიან ჯარიმებს, ისევ არღვევენ, ისევ იხდიან და ასე… 

გამოსავალი ყოველთვის არაა გაზრდილი ჯარიმები, მაინც არ ეშინიათ, მაინც არღვევენ, მაინც გვემუქრებიან.  ვალდებულები ვართ ვიცხოვროთ მუდმივ შიშში, მუდამ გვახსოვდეს: ფრთხილად, ქუჩაში მკვლელია!

სანამ თითოეული მძღოლი არ შეიგნებს, რომ ჯობია ორი წუთით გვიან მიხვიდე, ვიდრე სულ ვერ მიხვიდე დანიშნულების ადგილას, სანამ “კაი ტიპობად” მიაჩნიათ ნასვამი საჭესთან ჯდომა, მართვის მოწმობის გარესე სიარული, ქორწილებში მაყარში თავ პირის მტვრევა, საწინააღმდეგო მიმართულებით სირბილი, მანამდე არაფერი ეშველება ამ პრობლემას. მანამდე ვალდებულები ვართ გვახსოვდეს, ჩვენ ვცხოვრობთ მკვლელების ქვეყანაში.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s