woodstock = three days of peace and music
45 წლის განმავლობაში ალბათ მერაღაცამდენემემილიონე ვიქნები, ვინც Woodstock-ზე დავწერ. მაგრამ მაინც დავწერ. 🙂
ზრდასრულ ასაკში, როცა წითელ უტოპიაზე, დროში მოგზაურობაზე, გაქცევაზე და კომფორტზე მიფიქრია, როცა მინდა ავაგროვო ნივთები, ჩავყარო ზურგჩანთაში და წავიდე სადმე, ყველაზე ხშირად 60-იანი წლების ამერიკაზე მეფიქრება.
რა იქნებოდა, რომ 40 წლით ადრე დავბადებულიყავი და თან იქ, შეერთებულ შტატებში. (ახლა ვიქნებოდი სამოცდაშვიდის, ან არ ვიქნებოდი.) თავისი თავისუფლებით, თავისი კულტურით და უკულტურობით, ვფიქრობ ამ ყველაფერზე და იმაზე რა შეუძლია მუსიკას. ნეტავ ვიქნებოდი მეც მათ შორის მილიონმერაღაცამდენე? პასუხი არ მაქვს.
შეუძლებელია იფიქრო თავისუფლებაზე და არ იფიქრო woodstock -ზე. ვერც იქნება ეს ყველაფერი სრულყოფილი. ისევე როგორც ჯენისის, მორისონის, ჰენრდიქსის,ბობ დილანის და სხვების გარეშე.
რა არის Woodstock?
ეს არის ჰიპური მოძრაობის დასასრული, ბევრი მუსიკით, ნარკოტიკებით, სექსით.
რომ არა მუსიკა, ვერ იქნებოდა Woodstock.
რომ არა პროტესტი ვერ იქნებოდა Woodstock.
რომ არა სემ იასგური ვერ იქნებოდა Woodstock?
ალბათ მაინც იქნებოდა.
ვიეტნამში ომია, ამერიკაში პაციფისტური დემონსტრაციები. ადამიანების ნაწილს გაუჩნდათ იდეა, პროტესტი გამოეხატათ მშვიდობით. არა ტრანსფარანტებით, ძალადობით. პროტესტი თავისუფლებით.
მშვიდობა, სიყვარული და მუსიკა.აი რა აერთიანებდათ მათ.
პატარა ქალაქი ბეთელი, არც ისე დიდი ფერმა და კეთილი იასგურები.
მანამდე ფესტივალის ჩატარება ქალაქ ვუდსტოკში იგეგმებოდა, სადაც ბობ დილანი ცხოვრობდა. ესეც მიმზიდველს ხდიდა ამ ადგილს. ამიტომაც ქვია ფესტივალს ეს სახელი. სხვა ადგილებსაც განიხილავდნენ, მაგრამ ადგილობრივი უსიამოვნებების გამო იქაც ვერ მოხერხდა ჩატარება (მარტო საქართველოში კი არ ხდება თურმე ასეთები). საბოლოოდ სემ იასგურმა დაარწმუნა მამამისი მაქსი, რომ ფესტივალის გამართვა მისი ხელმძღვანელებისთვის ოჯახის კუთვნილ უზარმაზარ ველზე შეეთავაზებინა, რომელიც ვუდსტოკიდან სამხრეთ დასავლეთით 40 იარდის მოშორებით მდებარეობდა. არც ბეთელში მოყოლია სიხარული ფესტივალის ციებცხელებას, მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ამ ჰიპური ფესტივალის ჩატარებას.
woodstock 69 დაახლოებით 200 ათას კაცზე იყო გათვლილი. სინამდვილეში კი 500 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. უმეტესობას ბილეთის ფულიც არ გადაუხდია..
ამინდი.ამინდი.ამინდი. საშინელი ამინდი ბეთელში, მთელი ტერიტორია ჭაობად იქცა,მაგრამ არავისთვის შეუშლია ამ წვიმას ხელი,
მერე რა რომ ახლომდებარე ადგილებში მოძრაობა გადაიტვირთა. მძღოლები საათობით იდგნენ საცობებში.
ზოგიც იქვე ტოვებდა მანქანებს და ფეხით მიდიოდა ფერმისკენ. იქაურობა გადაჭედილი იყო ადამიანებით, ნახევარი მილიონი თავისუფალი ადამიანი მუსიკის მოსამენად. საჭმელი იყო ცოტა, ადამიანები საკვებს, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ერთმანეთს უყოფდა. ნარკოტიკები woodstock -ზე ძალიან ადვილი საშოვნელი იყო.ლსდ–ს და მარიხუანას დაუფარავად ხმარობდნენ.თავის მხრივ ესეც მიმზიდველს ხდიდა იქაურობას.
500 ათასმა ადამიანმა იცხოვრა იმ სამი დღით, ყველა გაგებით. 🙂 ნონკონფორმიზმით, სიყვარულით და ყვავილებით. გამოეთიშე,განეწყე და განუდექი.
woodstock-ზე სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაიბადა. დაფიქსირდა 5162 სამეციდინო შემთხვევა, ძირითადად დაჭრილი ტერფები და მზის დარტყმა.
გამომსვლელებს შორის იყვნენ Santana, Credence Clearwater, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიქსი, the who ჯენის ჯოპლინი(ამასთან კიდევ სხვა სიყვარული მაქვს) 🙂
წარმოდგენის ერთ მომენტში პოლიტიკური აქტივისტი ავარდა და შოუს შეწყვეტა სცადა. თუმცა pete townshend–ის მოქნეულმა გიტარამ ის სცენიდან ჩამოაგდო. გამოსვლის ბოლოს პიტმა გიტარა დაამტვრია და ხალხში გადააგდო. ფესტივალის ბოლო გამომსვლელი ჯიმი ჰენდრიქსი იყო, რომელმაც ამერიკის ნაციონალური ჰიმნი the star spangled banner დამახინჯებულად დაუკრა. ეს პროტესტი იყო ამერიკის მთავრობის მიმართ, რომელიც ვიეტნამში ომს აწარმოებდა.
ეს ორი გამოსვლა ხალხმა ერთ ერთ ყველაზე უფრო ძლიერ გამოსვლად აღიარა.
three days of peace and music მალე დამთავრდა, მაგრამ ეს სამი დღეც საკმარისი აღმოჩნდა, მუსიკის ჭეშმარიტი მსმენელისთვის
რატომ woodstock? რა აქვს ამ ფესტივალს ასეთი, რაც ყველასგან გამოარჩევს?
პასუხი მარტივია: აქვს.
ბევრი მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა და ტარდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ woodstock ვეღარ განმეორდა. ფესტივალი კიდევ ორჯერ ჩატარდა 90-იან წლებში, თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ ცუდად ორგანიზებული იყო. ფესტივალს აკლდა ის აღმაფრენა და რწმენა, რაც 60-იანების ბოლოს ჰიპებს ჰქონდათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე.
45 წელი გავიდა, woodstock-ის ნაცია იქ დარჩა. ჰოკმანი ამბობდა „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია, ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა!
რა ხდება ახლა იქ? როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოინახულა ბეთელი, არაფერი, გაშლილი მინდორია, მაგრამ ხალხს ისევ ახსოვს ეს სამი დღე.
p.s ახლა კი მოვიკიდებ ჩანთას, ჩავრთავ მუსიკას და ვიფიქრებ 60-იანების ამერიკულ თავისუფლებაზე.
p.s.s მაინც მეფიქრება, რა იქნებოდა, 40 წლით ადრე რომ დავბადებულიყავი სარასოტაში
.