ჩემი წილი istanbul-ი

DSC_0907-002

მას შემდეგ, რაც 2012 წლის კუთვნილი შვებულება ეგვიპტეში გავატარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ფულის „გადაყრა“, მხოლოდ ზღვა-ჭამა-სასტუმრო-ძილი-ზღვა არ არის ჩემი დასვენების სტილი და გადავწყვიტე, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცეოდი და დასასვენებლად უფრო საინტერესო ადგილს ავარჩევდი.

შესაბამისად დავფიქრდი სად გავატარებდი მომდევნო შვებულებას, ძალიან მინდოდა ევროპაში წასვლა,მაგრამ ვინაიდან გაცილებით დიდ ფინანსებს მოითხოვდა, ვიდრე ჩემი ხელფასია, გადავწყვიტე „სტამბულში“ მაინც წავიდოდი.

ეს მხოლოდ შარშანდელი ზაფხულის ფიქრები იყო.

ზამთარში კიდევ ერთი მიზეზი დამემატა ჩემი სტამბულური არდადეგებისთვის და…10 მარტს, უკვე roger waters the wall live in istanbul-ისთვის ბილეთი უკვე მქონდა, ჩემი თანამშრომლების ძალისხმევით, ისინი რომ არა ალბათ გამიჭირდებოდა მაინც. (დაბადების დღის საჩუქარი მარტში გამიკეთეს)

შესაბამისად მარტში უკვე დაგეგმილი მქონდა შვებულება, ჩემ მეგობრებთან ერთად. მერე დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი.

მესმოდა, რომ სტამბული, ეს იყო დაუვიწყარი ქალაქი. ძალიან თბილი, საინტერესოდ ადგილი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებდი, მეც მოტივაცია თანდათან უფრო მემატებოდა.

შვებულებაც ავიღე და მოსამზადებელი ერთი კვირა თბილისში გავატარე, იყო ინფორმაციის გაცვლა, დასათვალიერებელი ადგილების სია, უკმაყოფილება და შეთანხმება, რომ ხასიათს არ გავიფუჭებდით, მერე რა რომ ავტობუსით ვმგზავრობდით და წინ დამღლელი 24 საათი იყო, რომელიც მერე 28 საათად იქცა.

ჩვენი „ევროტური“ კრწანისიდან დაიწყო 1-ში საღამოს, ბატონმა ავთანდილმა გზა დაგვილოცა და გამოგვათრო, ღვინით,ქართულად, მთვრალი „სასტავი“ დავადექით მაღაზიას, მოვიმარაგეთ სასმელ-საჭმელი გზისთვის და დილით ავტოსადგურში უკვეჩვენი მეშვიდე წევრიც გავიცანით.

ბათუმში სრულად შევიკრიბეთ მთელი შემადგენლობა, მთელი 7 ადამიანი: მე, ჩემი და, რომელმაც ბოლო წუთებში გადაწყვიტა წამოსვლა, გვანცა, ნუცა, თამთა, დიმა და ე.წ. მეშვიდე, სახელად დათო.

წავედით შვიდი კაცი უცხო ქალაქში, ყველა პირველად, სასტუმრო წინასწარ არ გვაქვს მოძებნილი, მაგრამ გადაწყვეტით ვიცით, უნდა ვიცხოვროთ აია სოფიასთან.

გაიარა უძილობის 28 საათმა და პირველი გაჩერება, აქსარაი. ეს იყო სრული შოკი, თავი მეგონა ელიავას ბაზრობაზე, ძირითადად ქართული საუბარი ისმოდა, ამდენი გასაცოდავებული ადამიანი, რომლებიც ზოგი ბინას აქირავებდა და უბანს გვიქებდა, ზოგი პარკებს ყიდდა, ზოგი წყალს, ურიკას დაატარებდნენ. უკვე საღამო დგებოდა, ჩვენ ჩანთებმოკიდებულები, მშივრები ვდგავართ აია სოფიას წინ,  ბინის მოძებნის თავიც ვის აქვს, 

DSC_0036-001

თამთამ გმირობა გამოიჩინა და ბილეთების გასანაღდებლად წავიდა ბილეთიქსის ოფისში.  მანამდე ჩვენ მოვუწყვეთ საჩუქარი და ერთ პატარა და მშვიდ სასტუმროში დავბინავდით. ხო, ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ყველაზე მაგარი ოთახი ჩემი იყო, ხედით ლურჯ მეჩეთზე, ყველაზე ლამაზი გათენება მოჩანდა იქედან, დილის 4 საათზე თოლიები იწყებდნენ ყივილს და თავს დასტრიალებდნენ მინარეთებს.

ახლა ვეცდები სტამბულურ 5 დღეზე მოვყვე.

დღე პირველი: 

დავბინავდით, მოვწესრიგდით და წავედით გასტრონომიის ასათვისებლად. პირველი გაჩერება Starbucks და McDonald’s , ეს უკანასკნელი ძალიან არ მომეწონა იქ.

DSC_0119

მერე გადავინაცვლეთ სანაპიროზე სადაც ერთმა პატივსაცემმა ასაკიანმა კაცმა გზა გადაგვიღობა, საიდან ხართო, უკრაინელი ცოლი მყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობდაო, მოკლედ მოგვერგო და თავის რესტორანში მიგვიპატიჟა, ჩვენც ჩვეული ხორხოცით შევცვივდით )), მენიუ და მიმტანები ავითვისეთ და მერე მიხას დაბადების დღის აღნიშვნა, გადავწყვიტეთ თბილისიდან წამოღებული  არაყით, ლუდით და ბევრზე ბეევრი მიდიებით და ბოსფორის სანაპიროზე

DSC_0069

აქ დაიწყო „პირველი ღამის“ მხიარულება. რამაზანის პერიოდში რომ თურქ ველოსიპედისტს გამოიჭერ სანაპიროზე და არაყს დაალევინებ ჰო, მაგრამ ორი ყლუპი თუ ისე გათიშავდა, რომ კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა ეგ კიდევ ერთი ნერვიულობა, თუმცა გათიშვამდე მისამართი დაგვიტოვა, ტაქსიმის N360, სადაც დაჟინებით გვეპატიჟებოდა. თუმცა ბოლომდე ვერ ამოვხსენით საიდუმლო, რა ხდებოდა იქ.

DSC_0092

სანამ ეს კაცი მოიხედავდა და სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყობოდა, მანამდე კარგად ჩასუქებული ჟღალი კატა გამოვარდა და თავისთვის წყნარადმჯდომ დათოს ისე უკბინა, რომ ჯინსის შარვლიდან სისხლი ჟონავდა. ასე დასრულდა მიხას დაბადების დღე და ჩვენც, დაღლილები წავედით დასაძინებლად.

დღე მეორე

ემოციისგან რომ არ გეძინება, ყოველ წუთში რომ გეღვიძება, ცდილობ არცერთი წუთი არ გამოგეპაროს, დილით დატკბე, ენერგია მოიკრიბოდა მმმ… წინ ამ ქალაქში ჩამოსვლის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი, საოცნებო live გელოდება. მობილიზებას ვიწყებთ, ფოტოაპარატებს სახლში ვტოვებთ და სტადიონი ❤ . ემოცია, რომელსაც ალბათ მინიმუმსაც  ვერ ავღწერ. დგახარ წინა რიგებში და ელოდები, ითვლი სუნთქვებს, მერე გადადიხარ და წამების თვლასიწყებ, რაღაცნაირი მუხტი დგას Her yer taksim! her yer direnis! სკანდირებენ სტადიონზე მყოფი თურქები, ცდილობ შეუერთდე, მსგავსი ხმები გამოსცე და თანადგომა გამოხატო, არადა როჯერის დანახვა და შოუ უფრო გაინტერესებს.

IMG_0721

პირველი ბგერა და ატყობ რომ ითიშები, აღარავინ გახსოვს, რამდენჯერმე და ვაფიქსირე ჩემი სხეული ზევიდან რომ გადმოვხედე ხელებაპყრობილი იდგა ხალხში. საოცარი იყო ჩემთვის პირადად ეს ემოცია, რაც მოდიოდა roger woters-ისგან, მთელი შოუ, ყველა დეტალით, ვეტმფრენით დაწყებული და ღორით დამთავრებული, ძალიან მინდოდა ღორის ეშვი, მაგრამ შორს დაეცა ჩემგან ))).

IMG_0746

გამოვედი სტადიონიდან და ვხვდებოდი როგორ არ მემორჩილებოდა ფეხები, როგორ არ ვიყავი მე მე. მუხლებ მოკეცილმა მივაღწიე ტრანსპორტამდე, სული ისეთი  სავსე და თავისუფალი მქონდა. მერე სხვა ემოციაც მოვიდა, მადლობის გადახდა მომინდა „წარსულისთვის“. ამას მოყვა უძილო ღამე და თოლიების სმენა მთელი ღამით, ბოსფორის სუნი და მძინარე ქალაქისთვის გაღვიძებამდე წუთების თვლა.

დღე მესამე:

Topkapı Palace-ს ჯერი დადგა, დადიხარ ლაბირინთებში და გაოცებას იწვევს ყველა დეტალი, სულთნების სიმდიდრე, ხელოვნების უმაღლესი ნიმუშები ჭერზე თუ ფანჯრებზე. მერე harem 🙂 დავდივარ დერეფნებში და ვფიქრობ, როგორი გემოვნებიანია ყველაფერი, ყველა ოთახი, დერეფნები, შიდა ეზო. მაგრამ, სარკმელი, ყველგან გისოსები და ხედი ბოსფორზე.

DSC_0766

 

მერე ისევ ხეტიალი ვიწრო ქუჩებში, ბევრი ღიმილი და ბედნიერების შეგრძნება, პატარ-პატარა რაღაცეები აკლდა ამ ყველაფერს, თუმცა ...

დღე მეოთხე: 

ჩვენი ახალი მეგობრები გავაცილეთ და აია სოფიას ჯერიც დადგა. მართალია უკვე რამდენიმე დღეა აქ ვართ, ყოველ დილით ვსაუზმობთ აია სოფიას წინ, საღამოს ვსხდებით იქვე და თითქოს რამაზანის მონაწილეები ვართ ჩვენც მათ გვერდით ვართ და მხოლოდ მეოთხე დღეს მოვახერხეთ იქ შესვლა. რაღაცნაირად ვიზოგავდით იმ შთაბეჭდილებებს, რაცის უნდა მიგვეღო. არ ვიცი ღმერთმანი იქ რა მუხტი ტრიალებს. გარედან ხედავ მეჩეთს, ხედავ „უძლეველი“ ბიზანტიის ნაკვალევს, ზღვარზე ხარ, მე მაგალითად საუკუნეები ამერია. შესვლისას გაოცება პიკს აღწევს. ტოვებ ყველა ემოციას, გეზარება ფოტოების გადაღება, დაიმახსოვრო გინდა ყოველი დეტალი და ეგოისტურად შენთვის შეინახო სულ.

DSC_0997

გავრბივართ ლურჯი მეჩეთისკენ. უნდა მოვასწროთ. უნდა. მე ლურჯმა მეჩეთმა უფრო გამაოცა ვიდრე აია-სოფიამ. თითქოს პატივისცემით განვიმსჭვალე მათი ტრადიციების, რელიგიის მიმართ, პროტესტის გარეშე შემოვიცვი ბურკა და ჩემი დისგან დამსახურებული შენიშვნა მივიღე. „შენ ის გოგო არ ხარ ეკლესიაში შესვლისას შარფის მოხურვას რომ აპროტესტებ?!“ მართალი იყო და რა მეთქვა. მესა იწყებოდა, მაინც მოვასწარით დათვალიერება, ჩამოვჯექი კიდეც ნოხზე და გამოველაპარაკე ქართულად მოსაუბრე თურქ ქალბატონს, რომელიც საკმაოდ მოხუცი იყო და არასოდეს ყოფილა საქართველოში.

ბოსფორი. ბოსფორი. ბოსფორი.

მართალია ზღვის სუნი არ დგას, იმ სუნზე ვამბობ მე რომ მიყვარს, მლაშე ჰაერი, მაგრამ გემები, ტურისტული, თევზსაჭერი, „გემ-რესტორნები“. წავედით შთაბეჭდილებების მორიგი ტალღა. სტამბული წყლიდან. წუთივით გარბენილი სამი საათი. უჰუმ. ვხვდები, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე აქ, რამდენი რამე დამრჩა სანახავი.

DSC_0854

DSC_1172

DSC_0742-001

დღე მეხუთე

გზა არქეოლოგიური მუზეუმისკენგ. ვთქვა რამე?  არ ვიცი რა … საოცარი ბიზანტიური კულტურის შერწყმა, უძველეს ნამარხებთან.  ვდგავარ და ვფიქრობ ამდენი საუკუნის წინ, ასეთი დახვეწილი გემოვნება და ფიქრი, რომელმაც იქ შემიპყრო, დავდივარ აკლდამებს შორის

IMG_1428IMG_1416

და ვფიქრობ, რამდენი წელი სჭირდება ამ  დეტალების გამოკვეთას თეთრ მარმარილოში, რამდენი წელი ელოდნენ სიკვდილს, ვინც „დაწინაურებისთანავე“ განსასვენებლის მზადებას იწყებს.

მერე გრანდბაზარი შემოვირბინეთ, ჭერისთვის ახედვა მოვასწარი მხოლოდ. ტაქსიმზე გავრბივართ, ხვალ საქართველოსკენ, მანამდე უმანკოების მუზეუმი 6-ზე იკეტება, უნდა მივასწროთ.

MASUMIYET MÜZESI 

ახლა ვიწყებ სულ სხვა ემოციებს, ვიდრე ქალაქია, ვიდრე კონცერტი იყო. ვიცი რომ იმედი გამიცრუვდებათითქოს არც ვიცი ბოლომდე მინდა თუ არა ამ სიყვარულის ისტორიის ნახვა. გაბრწყინებული სახით და აკანკალებული ხელით ვაწვდი წიგნს მომხიბვლელ გოგონას, ველოდები ბეჭედს და შესვლას.

 Desktop3

უჰ პირველი სამუზეუმო სართული და ჩანთა. თითქოს ყველა კადრი გიცოცხლდება ერთ მაგიდასთან სვამ ჩაისხანაც ალკოჰოლ, უსმენ მათ მუსიკასეწევი ფუსუნთან ერთად სადღაც შორიდან მოგესმის ქემალის სიტყვები, როგორ ამბობს მორცხვად: „კონსერვის გასახსნელითნიშნობისბეჭდიანი თითი ღრმად გადავიჭერი და სისხლი წამსკდა. ვერაფრით მოვახერხე სისხლის შეჩერება. ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულით ვიყავი მოწამლული.“ შორიდან უყურებ როგორ ცდილობს წყალს გააყოლოს დარდი. გესმის მისი აჩქარებული სუნთქვა. გესმის და იცი რომ ეს ყველაფერი გამოგონილია, ყველაფერი ფანტაზიაა, რომ სუსტი იყო ქემალი, ძალიან სუსტი, მაგრამ ყველა ემოცია ნაცნობია, ვერსად პოულობ საყურეს. უნდა იპოვნო. უნდა. პირველივე ექსპონატიაო თანამშრომელი გეუბნება, გამოგრჩენია. თვალებს ხუჭავ. წასვლის დროაო.

არ გინდა წასვლა, გინდა იჯდე ჩუქურჯუმას ქუჩაზე და უსმენდე როგორ გიყვებიან თავიანთ ცხოვრებისეულ ტრაგედიებზე.

DSC_1396

Shop-ში ჩავდივარ და შანსი მეძლევა სულ ცოტა ხნით ჩამოვჯდე და ყავა დავლიო. ღიმილით მიწვდიან და მეც ვზივარ. მერე ვემშვიდობები იქაურობას. ვიცი აღარასოდეს მოვალ აქ, არა იმიტომ რომ არ მომეწონა, იმიტომ, რომ აღარ შემიძლია თავიდან განვიცადო ეს ყველაფერი.

ღამდება, რამდენი ხანია აქ ვარ და ტაქსიმი ვერ ვნახე, ნამდვილი ტაქსიმი, აჯანყებული ხალხით და ვერ გადავიღე ფოტო, რომელზეც ვოცნებობდი. ვერ გადავიღე რეალური ხალხი. 

DSC_1413

DSC_1412

DSC_1382-001

სახლისკენ მივდივართ დაღლილები, არ გვინდა ჩაბარგება, დილით ისევ ძალიან დიდი გზა გველის, საქართველოსკენ.

მინდა მახსოვდეს ყველა შესახვევი, ყველა ქუჩა, ყველა ხიდი, ყველა თოლია, ყველა კატა. ადამიანები არ. მე იქ ადამიანებს გავექეცი.

თითქმის თენდება ბარგი ისევ გადმოყრილია. საჩუქრები საყიდელი, მაინც ვიცი მოასწრებ.

იმდენად ჩემი იყო ეს ქალაქი, სურათების დათვალიერებაც არ მინდოდა. მეყო ჩემი ემოციები. მე იქ ვიყავი სახლში ორი საუკუნის წინ. სადაც აუცილებლად დავბრუნდები, დავუბრუნდები ისტორიის ლაბირინთებს, მას რაც არ მინახავს. ეს ის ისტორიაა, მე რომ არ მიყვარს, თუმცა მემატიანეების მიერ დაწერილი არა, ისტორია, რომელსაც ხელით ეხები, ხედავ და შეიგრძნობ.

 ეს istanbul-ია, უძლეველი ბიზანტიის ძლეული დედაქალაქი.

 

ესეც ჩემი 2013 წლის შვებულება.

წინ კიდევ ბევრი წელია