Probable Suicide

თუ ოდესმე სუიციდს გადავწყვეტ,

აუცილებლად ავალ ყველაზე მაღალ სართულზე და

მთელ დედამიწას სახეს არა,

ჩემს ტრაკს ვაჩვენებ.

თვითმკვლელი ყველა თვითმკვლელია.

მაგრამ მე არასოდეს მეყოფა გამბედაობა

სახურავზე ასასვლელად.

.DSC_0147-001

ჩემი მეზობელი ირაკლი

ახლაც კარგად მახსოვს როგორ შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ირაკლი ჩარკვიანი, ახლაც ზუსტად იგივე განცდა მაქვს…

სკოლაში ვსწავლობდი,   უმცროსკლასელი მერქვა,  შუქი რომ მიდი-მოდიოდა თუ რაღაც მსგავსი,  სახლში ერთი  შავ-თეთრი ტელევიზორი გვედგა,  წითელი „კნოპკით“ ირთვებოდა  ერთადერთ არხს აჩვენებდა,  ადრე რომ პირველი ერქვა და ახლა საზოგადოებრივია… მახსოვს  კასეტიანი მაგნიტოფონიც გვქონდა უაზრო კასეტებით….   ველოდებოდი(თ) შუქის მოსვლას და ტელევიზორის განათებას (უჭირდა)… ტელე-სინე-ვიდეოს ვუყურებდი ხოლმე გვიან ღამით (პირველი მეზობელი მაშინ გამიჩნდა, ედიტი ერქვა) და მგონი შაბათს გადიოდა „გადაცემა ამბობენ“ (ბოლოს მოდების ჩვენება იყო ხოლმე) და მერე…კომუნიკატორი (ამ დროს უკვე ვიცნობდი ირაკლის)

მახსოვს, კი კარგად პირველი ემოცა, გადაცემა „ამბობენ“-ში, არ ვიცოდი ვინ იყო, ტიპი, თავგადახოტრილი, კისერთან დატოვებული ნაწნავებით და  ხმის ჩახლეჩვამდე გაიძახოდა „შენ აფრენ“… მერე მოყვა ფერადი ტელევიზორი ოჯახში და „ორღანი 78“ …1888763_713946811983999_417409118_n

მერე,  მერე,  მერე…

თანდათან უფრო ვრწმუნდებოდი რომ სხვა იყო, სხვა სამყაროდან, ჩემი მეზობელი. ცოცხლად ერთხელ მყავს მოსმენილი, „მე გადავცურავ ზღვას“ მღეროდა და ვგრძნობდი  ტალღების ხმას და ვიბრაციას, ვგრძნობდი სუნს და…  ( ერთ რამეს კი ძალიან ვნანობ,  მისი ცოცხლად მოსმენა არ მეყო…)

სიკვდილი?    ეგეც კარგად მახსოვს, მხოლოდ ადამიანურად შემეცოდა, თუმცა არ ჩავთვალე რომ უდროო იყო.   ხშირად ვამბობ რომ ამოწურა თავი როგორც ხელოვანმა, ახალს და იმაზე მეტად ღირებულს ვეღარ შექმნიდა (რა თქმა უნდა სუბიექტური აზრია ჩემი).

თუმცა ახლაც ხშირად    ვფიქრობ ხოლმე როგორი პოზიცია ექნებოდა  მთელ რიგ საკითხებზე.

ხშირად დაგვილევია ჩაი ერთად იმის მერე რაც… დავმეზობლდით, ახლო მეზობელი გახდა ერთ ერთი, ყოველთვის როცა თავის მიყრდნობა და ტირილი მინდა ვუსმენ, მამშვიდებს და საინტერესოდ მესაუბრება.  ხანაც მტოვებს, პირველად რომ „მიმატოვა“  რამდენიმე წლის წინ იყო და მეც მივწერე:

თავიდან ვიფიქრე რომ მე ვიცხოვრებდი შენთვის და შენც ამისთვის წყალს მომიტანდი. (ძალიან მინდოდა მაშინ ის წყალი), თუმცა  ნელნელა შენი სულიც დამეკარგა და ზღვაც უჩემოდ მოინდომე რომ გადაგეცურა. მერე  აღმოვაჩინე რომ არც მეგობრები მყოლია და არც ბრძოლა ღირდა  ბედნიერებისთვის და მეც მშვიდი ცურვა გადავწყვიტე. ნელნელა შენი ქუჩაც  დამავიწყდა დავიგრძენი რომ დრო შეიცვალა და განვლილი წლებიც დამენანათუმცა მაინც მენატრება შენი ნაზი ხმა

ხვალ მისი დაბადების დღეა და ძალიან მინდა რომ ჩაიზე დავპატიჟო და დაბადების დღე მივულოცო… ვუთხრა არ გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად და დიდი ხანი იყოს „ჩემი მეზობელი”

“.1555565_692910467420967_1472542312_n

18.11.2011

მე მომღიმარი, სკაფანდრიანი ღმერთის მწამდა,
შავ-თეთრი, პორნოგრაფიული იდულამების,
და იმავე უჯრაში ჩაკეტილი სოლჟენიცინის.

გალოთდა, მერე აფეთქდა ჩემი კერპი,
მე კი ვისწავლე უფრთოდ ფრენა,
დაკიდებულმა ფეხებით ჭერს
ბროლის ჭაღივით ჩაშტერებულმა,შენს მკითხაობას და
ფერფლის ზღვას.

 (მოსე სვანის ლექსებიდან )

                   

ჩემი ახალი 27 წელი.

ყოველ წელს, ისევ ისე, როგორც ბავშვობაში, როგორც ცოტა დიდობაში და უკვე როგორც უკვე “პატარა აღარ ხარ” გოგო, უფრო და უფრო გულისფანცქალით ველი ახალი წლის დადგომას, ანუ 31 აგვისტოს.
ყოველი წინა წელი აუცილებლად მიტოვებს რაიმეს ისეთს.
ჰო დადგა დრო, რომ ისევ შევაჯამო წინა წელი.
დაბადების დღეს მანქანაში შევხვდი, ბათუმისკენ მიმავალი, ზუსტად ლანჩხუთთან, ლიანდაგებთან აინთო წითელი შუქნიშანი და მატარებელმა ჩამოიარა.

546977_646731582027186_524329372_n(ესეც ჩემი დაბადების დღის პირველი კადრი)

მერე დილიდან, მთელი დღე წვიმდა.
იყო საშინლად უფერული, მოსაწყენი და დამღლელი დღე.

შესაბამისად მთელი წელიც ზუსტად ასეთივე გამოვიდა. როგორც წლის პირველი დღე.
ყველაზე მოსაწყენი, დამღლელი, უჟმური. ბევრი სანერვიულოთი, ცოტა კარგი რამით, ბევრი ფიქრით… მოკლედ სულაც არ ვწუწუნებ.(უბრალოდ ასე გამოვიდა) 🙂

თუმცა რა თქმა უნდა არც პოზიტივების გარეშე ჩაუვლია ძველ 26-ს.
ამისრულდა კიდევ ერთი ოცნება და ძია შენგენმა თავისი ვიზა მაჩუქა, მართალია სულ ორი კვირით, მაგრამ ესეც საკმარისია. 

28ში დილით ღრუბლების თავზე გავჩნდი.

_DSC0054

მერე. მერე. მერე ._DSC0104

რამდენიმე დღეა უკვე გერმანიაში ვარ. დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი სახლია.
უკვე 30 აგვისტოა, ზუსტად 12 საათი დარჩა და 26 წელსაც დავემშვიდობები.
ვიცი, რომ ეს ახალი წეილ, ძალიან ბევრი კარგი რამის დასაწყისი იქნება.
რაც მთავარია დაბადების დღის კაბა ნაყიდი მაქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდა, ეს დღეს იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც მინდა.
ნუ იმედია იქნება.

_DSC0195

მოემზადე…
ცხოვრება იწყება!

 

ბოლოსწინა წერილი 

ბოლოსწინა წერილი 

რაც შენ წახვედი უფრო მიმატა ძვლების ტკივილმა.
ძალიან მიჭირს ამდენი წამლის სმა, თითქოს ფილტვები დამიჭაობდა. სულ ვეღარ ვსუნთქავ.
ვიცი გჯერა, რომ მე აღარ ვსვამ იმ უცნაურ მომწვანო აბებს.
ნუ მინერვიულებ.
აღარც იმ მუსიკას ვუსმენ ჩვენ რომ დავწერეთ.
მე ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა.
იცი რამდენი განსხვავებული ადამიანი დადის აქ?!
ბიბლიოთეკა 107-ე სართულზეა და აქედან საერთოდ არ ჩანს მიწა, არც ყვითელი ფოთლების ფარფატი, არც მთები.
ეს ამ კვარტალში ყველაზე მაღალი შენობაა და რასაც ფანჯრიდან ყველაზე ხშირად ვხედავ აფრენილი თვითმფრინავების ფრთებია. (დამავიწყდა ეთქვა, რომ მახლობლად აეროპორტი გვაქვს და მკვდარ თევზებს გვანან თვითმფრინავები, მზის გულზე სადაცაა რომ უნდა აყროლდნენ)
ვიხედები ფანჯრიდან და ვფიქრობ: ღმერთო ჩემო სადაა მიწა?
შენ ახლა სიკვდილმისჯილთა საკანში ხარ და იცი ვეღარასოდეს გაიგონებ მეზღვაურების სიმღერას, ვერც ერთად ვირბენთ მიტოვებულ ქუჩებში, ვერც მყუდრო სასაფლაოზე ჩამოვსხდებით. ისიც ვიცი, რომ შენი ფილტვები უკვე რახანია გაიჟღინთა ყვითელი-ბლანტი შხამით.
ორ კვირაში ბოლო სიტყვებს იტყვი და თავაწეული გაყვები განაჩენის აღსასრულებლად.
მე შენთან ვიქნები.
შენ დაიძინებ, მე კი მინის მეორე მხარიდან შენს ძილს ვუდარაჯებ და  გულში ჩუმად გიმღერებ ჩვენს სიმღერას.
მეცოდინება რომ აღარასოდეს მომივა შენი წერილი, ამის შემდეგ აღარასოდეს გაისმება ჩვენი სიმღერა.
იყავი მშვიდად.
მე შენს ბოლო ამოსუნთქვას შევიგრძნობ და მერე აუცილებლად ავალ ასშვიდი სართულით მაღლა მიწიდან.
ვიცი შევხვდებით.
არ დაგავიწყდეს: უყვარხარ მეს.

შენი ლოლიტა
1995 წელი, მაისი

IMG_20140504_172821

 
 
 
  სულ.ს

“იყუჩე,

ჩვენ ვერ გვიპოვნიან”.

არავინ იცის სად მარხია ჩვენი ძვლები,
არავის ახსოვს ჩვენი ხმა,
არ გადაუღიათ ჩვენი ნამდვილი პორტრეტი-
წითელი ძვლებით და შავიზღვისფერი სისხლით.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ახლა თამამად შეგვიძლია მოვირგოთ სხვისი ხორცი.
ჩავისვათ მოყვითალო თვალები, ავიღოთ ზურგჩანთები და
შევერიოთ მათ.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ვივლით ბიბლიოთეკებში,
გვეყოლება ჩვეულებრივი მეზობლები
და ვიგრძნობთ,
რომ ახლოსაა პალატა N13.

ჩვენ ვერ გვიპოვნიან.

ჩვენ გვეყოლება ჩვენი თავები და გვექნება ნათხოვარი სხეულები.

“იყუჩე,
ჩვენ ვერ გვიპოვნიან.”

ჩვენ გადავრჩებით.

_DSC0499-001
 
 

silence 

ქონდრის ნახარშის გემო აქვს ყავას ჩემს ფინჯანში.
სუნი დარიჩინის.
ერთმანეთში არეული ფოტოები საოჯახო ალბომიდან, რომელიც დიდი ხანია წარსულში დარჩა, ან არც მქონია და კადრები, რომლებიც თვალებით დამაქვს.
ამდენმა სუნთქვამ მზე ჩამოწყვიტა.
კადრები თვალებს მიღმა რაც არ ჩანს. შიშველ გრძნობებს მოაქვს ხმელიბალახისსუნიანი განცდები.
დაღლა.
ვიღაცის ნახატს დაემსგავსე, ჟირაფივით აწვდილი ყელით, ძვლებისგან გამოთლილი სხეულით და სახეზე უფრო დიდი თვალებით.
ისევ შიმშილის განცდა და ქონდრისნახარშისგემოშერჩენილი შავი ყავა.
Boys don’t cry- გახსენდება.
ჩუმდები.

ჩემს სათამაშოს ახლა იმაზე მეტად უცემს გული, ვიდრე მთელ სამყაროს ერთად აღებულს.

DSC_0991
 
 

და მე ვწერ სახლზე,  რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი,

სახლზე,  რომელსაც  აქვს მოლოდინის და არყოფნის სუნი.

ვწერდი იმ სახლზე, სადაც გამუდმებით თოვდა მზე.

სახლზე, რომელშიც არსად იყო დედის ადგილი 

და არც მამისთვის.

სახლში, რომელსაც მტვრად ედებოდა მოლოდინის აბლაბუდა.

სახლზე, რომელსაც არ ჰქონია ფერადი კედლები,

ყვავილის ბაღი,

მის გვერდით იყო ნაგავსაყრელი, 

სადაც მუდმივად შეხედავდი პატარა ბავშვებს და შუქჩამქრალ მოხუცებს.

და მეც ვცხოვრობდი სახლში, რომლის ფანჯრებიდანაც არასოდეს გადამიხედავს,

მეშინოდა შიმშილის და სიცივის დანახვის.

მხოლოდ ვუვლიდი მოლოდინის ყვავილებს და… 

და მე ვწერ სახლზე, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი.

 

happy woodstock 45’th

e01dac1af51298d48f0652528248ec16

1981822_10152272096891730_526826762_n

woodstock = three days of peace and music

45 წლის განმავლობაში ალბათ მერაღაცამდენემემილიონე ვიქნები, ვინც Woodstock-ზე დავწერ. მაგრამ მაინც დავწერ. 🙂

ზრდასრულ ასაკში, როცა წითელ უტოპიაზე, დროში მოგზაურობაზე, გაქცევაზე და კომფორტზე მიფიქრია, როცა მინდა ავაგროვო ნივთები, ჩავყარო ზურგჩანთაში და წავიდე სადმე, ყველაზე ხშირად 60-იანი წლების ამერიკაზე მეფიქრება.

რა იქნებოდა, რომ 40 წლით ადრე დავბადებულიყავი და თან იქ, შეერთებულ შტატებში. (ახლა ვიქნებოდი სამოცდაშვიდის, ან არ ვიქნებოდი.) თავისი თავისუფლებით, თავისი კულტურით და უკულტურობით, ვფიქრობ ამ ყველაფერზე და იმაზე რა შეუძლია მუსიკას. ნეტავ ვიქნებოდი მეც მათ შორის მილიონმერაღაცამდენე? პასუხი არ მაქვს.

შეუძლებელია იფიქრო თავისუფლებაზე და არ იფიქრო woodstock -ზე. ვერც იქნება ეს ყველაფერი სრულყოფილი. ისევე როგორც ჯენისის, მორისონის, ჰენრდიქსის,ბობ დილანის და სხვების გარეშე.

რა არის Woodstock?

ეს არის ჰიპური მოძრაობის დასასრული, ბევრი მუსიკით, ნარკოტიკებით, სექსით.

რომ არა მუსიკა, ვერ იქნებოდა Woodstock.

რომ არა პროტესტი ვერ იქნებოდა Woodstock.

რომ არა სემ იასგური ვერ იქნებოდა Woodstock?

ალბათ მაინც იქნებოდა.

ვიეტნამში ომია, ამერიკაში პაციფისტური დემონსტრაციები. ადამიანების ნაწილს გაუჩნდათ იდეა, პროტესტი გამოეხატათ მშვიდობით. არა ტრანსფარანტებით, ძალადობით. პროტესტი თავისუფლებით.

woodstock-1.

მშვიდობა, სიყვარული და მუსიკა.აი რა აერთიანებდათ მათ.

პატარა ქალაქი ბეთელი, არც ისე დიდი ფერმა და კეთილი იასგურები.
მანამდე ფესტივალის ჩატარება ქალაქ ვუდსტოკში იგეგმებოდა, სადაც ბობ დილანი ცხოვრობდა. ესეც მიმზიდველს ხდიდა ამ ადგილს. ამიტომაც ქვია ფესტივალს ეს სახელი. სხვა ადგილებსაც განიხილავდნენ, მაგრამ ადგილობრივი უსიამოვნებების გამო იქაც ვერ მოხერხდა ჩატარება (მარტო საქართველოში კი არ ხდება თურმე ასეთები). საბოლოოდ სემ იასგურმა დაარწმუნა მამამისი მაქსი, რომ ფესტივალის გამართვა მისი ხელმძღვანელებისთვის ოჯახის კუთვნილ უზარმაზარ ველზე შეეთავაზებინა, რომელიც ვუდსტოკიდან სამხრეთ დასავლეთით 40 იარდის მოშორებით მდებარეობდა. არც ბეთელში მოყოლია სიხარული ფესტივალის ციებცხელებას, მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ამ ჰიპური ფესტივალის ჩატარებას.

woodstock 69 დაახლოებით 200 ათას კაცზე იყო გათვლილი. სინამდვილეში კი 500 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. უმეტესობას ბილეთის ფულიც არ გადაუხდია..bzlevine 00110461972_10152449302741730_7158376333232251965_n

ამინდი.ამინდი.ამინდი. საშინელი ამინდი ბეთელში, მთელი ტერიტორია ჭაობად იქცა,მაგრამ არავისთვის შეუშლია ამ წვიმას ხელი,

411IMG_63824116346757IMG_63844258125988

მერე რა რომ ახლომდებარე ადგილებში მოძრაობა გადაიტვირთა. მძღოლები საათობით იდგნენ საცობებში.

d535dddfdec0198f21607e57a5bfa904fbf99cc25df27ec0ca471aa0fa5e22ca10934037_10153012005201730_1114613153766271229_n

IMG_64030940720924ზოგიც იქვე ტოვებდა მანქანებს და ფეხით მიდიოდა ფერმისკენ. იქაურობა გადაჭედილი იყო ადამიანებით, ნახევარი მილიონი თავისუფალი ადამიანი მუსიკის მოსამენად. საჭმელი იყო ცოტა, ადამიანები საკვებს, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ერთმანეთს უყოფდა. ნარკოტიკები woodstock -ზე ძალიან ადვილი საშოვნელი იყო.ლსდ–ს და მარიხუანას დაუფარავად ხმარობდნენ.თავის მხრივ ესეც მიმზიდველს ხდიდა იქაურობას.
500 ათასმა ადამიანმა იცხოვრა იმ სამი დღით, ყველა გაგებით. 🙂 ნონკონფორმიზმით, სიყვარულით და ყვავილებით. გამოეთიშე,განეწყე და განუდექი.2280381_orig10303747_10152458629071730_8328017916277371733_n10257072_10152433533656730_8337577205353251768_nbc5b07cdb9901ada25bc647e55ac6351205b30366094b35d635633eb5515352427c96bd11209a193fc8212393a87835aIMG_63824116346757IMG_63909085008685IMG_64012801400461IMG_64020589286076

woodstock-ზე სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაიბადა. დაფიქსირდა 5162 სამეციდინო შემთხვევა, ძირითადად  დაჭრილი ტერფები და მზის დარტყმა.

გამომსვლელებს შორის იყვნენ Santana, Credence Clearwater, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიქსი,  the who ჯენის ჯოპლინი(ამასთან კიდევ სხვა სიყვარული მაქვს) 🙂10488024_10152531699506730_7552768471056699784_n12345IMG_63940288564225

წარმოდგენის ერთ მომენტში პოლიტიკური აქტივისტი ავარდა და შოუს შეწყვეტა სცადა. თუმცა pete townshend–ის მოქნეულმა გიტარამ ის სცენიდან ჩამოაგდო. გამოსვლის ბოლოს პიტმა გიტარა დაამტვრია და ხალხში გადააგდო. ფესტივალის ბოლო გამომსვლელი  ჯიმი ჰენდრიქსი იყო, რომელმაც ამერიკის ნაციონალური ჰიმნი  the star spangled banner დამახინჯებულად დაუკრა. ეს პროტესტი იყო ამერიკის მთავრობის მიმართ, რომელიც ვიეტნამში ომს აწარმოებდა.

ეს ორი გამოსვლა ხალხმა ერთ ერთ ყველაზე უფრო ძლიერ გამოსვლად აღიარა.

three days of peace and music მალე დამთავრდა, მაგრამ ეს სამი დღეც საკმარისი აღმოჩნდა, მუსიკის ჭეშმარიტი მსმენელისთვის
რატომ woodstock? რა აქვს ამ ფესტივალს ასეთი, რაც ყველასგან გამოარჩევს?
პასუხი მარტივია: აქვს.

ბევრი მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა და ტარდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ woodstock ვეღარ განმეორდა. ფესტივალი კიდევ ორჯერ ჩატარდა 90-იან წლებში, თუმცა ყველა აღნიშნავდა, რომ ცუდად ორგანიზებული იყო. ფესტივალს აკლდა ის აღმაფრენა და რწმენა, რაც 60-იანების ბოლოს ჰიპებს ჰქონდათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე.

IMG_63860839267374 IMG_63909085008685 IMG_63933418282609 IMG_63987634847766 IMG_64008826069845 IMG_64020589286076

45 წელი გავიდა, woodstock-ის ნაცია იქ დარჩა. ჰოკმანი ამბობდა „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია, ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა!
რა ხდება ახლა იქ? როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, მოინახულა ბეთელი, არაფერი, გაშლილი მინდორია, მაგრამ ხალხს ისევ ახსოვს ეს სამი დღე.

p.s ახლა კი მოვიკიდებ ჩანთას, ჩავრთავ მუსიკას და ვიფიქრებ 60-იანების ამერიკულ თავისუფლებაზე.

p.s.s მაინც მეფიქრება, რა იქნებოდა, 40 წლით ადრე რომ დავბადებულიყავი სარასოტაში

.1484184_701136583253352_1788954312_n

ჩემი წილი istanbul-ი

DSC_0907-002

მას შემდეგ, რაც 2012 წლის კუთვნილი შვებულება ეგვიპტეში გავატარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ფულის „გადაყრა“, მხოლოდ ზღვა-ჭამა-სასტუმრო-ძილი-ზღვა არ არის ჩემი დასვენების სტილი და გადავწყვიტე, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცეოდი და დასასვენებლად უფრო საინტერესო ადგილს ავარჩევდი.

შესაბამისად დავფიქრდი სად გავატარებდი მომდევნო შვებულებას, ძალიან მინდოდა ევროპაში წასვლა,მაგრამ ვინაიდან გაცილებით დიდ ფინანსებს მოითხოვდა, ვიდრე ჩემი ხელფასია, გადავწყვიტე „სტამბულში“ მაინც წავიდოდი.

ეს მხოლოდ შარშანდელი ზაფხულის ფიქრები იყო.

ზამთარში კიდევ ერთი მიზეზი დამემატა ჩემი სტამბულური არდადეგებისთვის და…10 მარტს, უკვე roger waters the wall live in istanbul-ისთვის ბილეთი უკვე მქონდა, ჩემი თანამშრომლების ძალისხმევით, ისინი რომ არა ალბათ გამიჭირდებოდა მაინც. (დაბადების დღის საჩუქარი მარტში გამიკეთეს)

შესაბამისად მარტში უკვე დაგეგმილი მქონდა შვებულება, ჩემ მეგობრებთან ერთად. მერე დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი.

მესმოდა, რომ სტამბული, ეს იყო დაუვიწყარი ქალაქი. ძალიან თბილი, საინტერესოდ ადგილი, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებდი, მეც მოტივაცია თანდათან უფრო მემატებოდა.

შვებულებაც ავიღე და მოსამზადებელი ერთი კვირა თბილისში გავატარე, იყო ინფორმაციის გაცვლა, დასათვალიერებელი ადგილების სია, უკმაყოფილება და შეთანხმება, რომ ხასიათს არ გავიფუჭებდით, მერე რა რომ ავტობუსით ვმგზავრობდით და წინ დამღლელი 24 საათი იყო, რომელიც მერე 28 საათად იქცა.

ჩვენი „ევროტური“ კრწანისიდან დაიწყო 1-ში საღამოს, ბატონმა ავთანდილმა გზა დაგვილოცა და გამოგვათრო, ღვინით,ქართულად, მთვრალი „სასტავი“ დავადექით მაღაზიას, მოვიმარაგეთ სასმელ-საჭმელი გზისთვის და დილით ავტოსადგურში უკვეჩვენი მეშვიდე წევრიც გავიცანით.

ბათუმში სრულად შევიკრიბეთ მთელი შემადგენლობა, მთელი 7 ადამიანი: მე, ჩემი და, რომელმაც ბოლო წუთებში გადაწყვიტა წამოსვლა, გვანცა, ნუცა, თამთა, დიმა და ე.წ. მეშვიდე, სახელად დათო.

წავედით შვიდი კაცი უცხო ქალაქში, ყველა პირველად, სასტუმრო წინასწარ არ გვაქვს მოძებნილი, მაგრამ გადაწყვეტით ვიცით, უნდა ვიცხოვროთ აია სოფიასთან.

გაიარა უძილობის 28 საათმა და პირველი გაჩერება, აქსარაი. ეს იყო სრული შოკი, თავი მეგონა ელიავას ბაზრობაზე, ძირითადად ქართული საუბარი ისმოდა, ამდენი გასაცოდავებული ადამიანი, რომლებიც ზოგი ბინას აქირავებდა და უბანს გვიქებდა, ზოგი პარკებს ყიდდა, ზოგი წყალს, ურიკას დაატარებდნენ. უკვე საღამო დგებოდა, ჩვენ ჩანთებმოკიდებულები, მშივრები ვდგავართ აია სოფიას წინ,  ბინის მოძებნის თავიც ვის აქვს, 

DSC_0036-001

თამთამ გმირობა გამოიჩინა და ბილეთების გასანაღდებლად წავიდა ბილეთიქსის ოფისში.  მანამდე ჩვენ მოვუწყვეთ საჩუქარი და ერთ პატარა და მშვიდ სასტუმროში დავბინავდით. ხო, ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ყველაზე მაგარი ოთახი ჩემი იყო, ხედით ლურჯ მეჩეთზე, ყველაზე ლამაზი გათენება მოჩანდა იქედან, დილის 4 საათზე თოლიები იწყებდნენ ყივილს და თავს დასტრიალებდნენ მინარეთებს.

ახლა ვეცდები სტამბულურ 5 დღეზე მოვყვე.

დღე პირველი: 

დავბინავდით, მოვწესრიგდით და წავედით გასტრონომიის ასათვისებლად. პირველი გაჩერება Starbucks და McDonald’s , ეს უკანასკნელი ძალიან არ მომეწონა იქ.

DSC_0119

მერე გადავინაცვლეთ სანაპიროზე სადაც ერთმა პატივსაცემმა ასაკიანმა კაცმა გზა გადაგვიღობა, საიდან ხართო, უკრაინელი ცოლი მყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობდაო, მოკლედ მოგვერგო და თავის რესტორანში მიგვიპატიჟა, ჩვენც ჩვეული ხორხოცით შევცვივდით )), მენიუ და მიმტანები ავითვისეთ და მერე მიხას დაბადების დღის აღნიშვნა, გადავწყვიტეთ თბილისიდან წამოღებული  არაყით, ლუდით და ბევრზე ბეევრი მიდიებით და ბოსფორის სანაპიროზე

DSC_0069

აქ დაიწყო „პირველი ღამის“ მხიარულება. რამაზანის პერიოდში რომ თურქ ველოსიპედისტს გამოიჭერ სანაპიროზე და არაყს დაალევინებ ჰო, მაგრამ ორი ყლუპი თუ ისე გათიშავდა, რომ კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა ეგ კიდევ ერთი ნერვიულობა, თუმცა გათიშვამდე მისამართი დაგვიტოვა, ტაქსიმის N360, სადაც დაჟინებით გვეპატიჟებოდა. თუმცა ბოლომდე ვერ ამოვხსენით საიდუმლო, რა ხდებოდა იქ.

DSC_0092

სანამ ეს კაცი მოიხედავდა და სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყობოდა, მანამდე კარგად ჩასუქებული ჟღალი კატა გამოვარდა და თავისთვის წყნარადმჯდომ დათოს ისე უკბინა, რომ ჯინსის შარვლიდან სისხლი ჟონავდა. ასე დასრულდა მიხას დაბადების დღე და ჩვენც, დაღლილები წავედით დასაძინებლად.

დღე მეორე

ემოციისგან რომ არ გეძინება, ყოველ წუთში რომ გეღვიძება, ცდილობ არცერთი წუთი არ გამოგეპაროს, დილით დატკბე, ენერგია მოიკრიბოდა მმმ… წინ ამ ქალაქში ჩამოსვლის ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი, საოცნებო live გელოდება. მობილიზებას ვიწყებთ, ფოტოაპარატებს სახლში ვტოვებთ და სტადიონი ❤ . ემოცია, რომელსაც ალბათ მინიმუმსაც  ვერ ავღწერ. დგახარ წინა რიგებში და ელოდები, ითვლი სუნთქვებს, მერე გადადიხარ და წამების თვლასიწყებ, რაღაცნაირი მუხტი დგას Her yer taksim! her yer direnis! სკანდირებენ სტადიონზე მყოფი თურქები, ცდილობ შეუერთდე, მსგავსი ხმები გამოსცე და თანადგომა გამოხატო, არადა როჯერის დანახვა და შოუ უფრო გაინტერესებს.

IMG_0721

პირველი ბგერა და ატყობ რომ ითიშები, აღარავინ გახსოვს, რამდენჯერმე და ვაფიქსირე ჩემი სხეული ზევიდან რომ გადმოვხედე ხელებაპყრობილი იდგა ხალხში. საოცარი იყო ჩემთვის პირადად ეს ემოცია, რაც მოდიოდა roger woters-ისგან, მთელი შოუ, ყველა დეტალით, ვეტმფრენით დაწყებული და ღორით დამთავრებული, ძალიან მინდოდა ღორის ეშვი, მაგრამ შორს დაეცა ჩემგან ))).

IMG_0746

გამოვედი სტადიონიდან და ვხვდებოდი როგორ არ მემორჩილებოდა ფეხები, როგორ არ ვიყავი მე მე. მუხლებ მოკეცილმა მივაღწიე ტრანსპორტამდე, სული ისეთი  სავსე და თავისუფალი მქონდა. მერე სხვა ემოციაც მოვიდა, მადლობის გადახდა მომინდა „წარსულისთვის“. ამას მოყვა უძილო ღამე და თოლიების სმენა მთელი ღამით, ბოსფორის სუნი და მძინარე ქალაქისთვის გაღვიძებამდე წუთების თვლა.

დღე მესამე:

Topkapı Palace-ს ჯერი დადგა, დადიხარ ლაბირინთებში და გაოცებას იწვევს ყველა დეტალი, სულთნების სიმდიდრე, ხელოვნების უმაღლესი ნიმუშები ჭერზე თუ ფანჯრებზე. მერე harem 🙂 დავდივარ დერეფნებში და ვფიქრობ, როგორი გემოვნებიანია ყველაფერი, ყველა ოთახი, დერეფნები, შიდა ეზო. მაგრამ, სარკმელი, ყველგან გისოსები და ხედი ბოსფორზე.

DSC_0766

 

მერე ისევ ხეტიალი ვიწრო ქუჩებში, ბევრი ღიმილი და ბედნიერების შეგრძნება, პატარ-პატარა რაღაცეები აკლდა ამ ყველაფერს, თუმცა ...

დღე მეოთხე: 

ჩვენი ახალი მეგობრები გავაცილეთ და აია სოფიას ჯერიც დადგა. მართალია უკვე რამდენიმე დღეა აქ ვართ, ყოველ დილით ვსაუზმობთ აია სოფიას წინ, საღამოს ვსხდებით იქვე და თითქოს რამაზანის მონაწილეები ვართ ჩვენც მათ გვერდით ვართ და მხოლოდ მეოთხე დღეს მოვახერხეთ იქ შესვლა. რაღაცნაირად ვიზოგავდით იმ შთაბეჭდილებებს, რაცის უნდა მიგვეღო. არ ვიცი ღმერთმანი იქ რა მუხტი ტრიალებს. გარედან ხედავ მეჩეთს, ხედავ „უძლეველი“ ბიზანტიის ნაკვალევს, ზღვარზე ხარ, მე მაგალითად საუკუნეები ამერია. შესვლისას გაოცება პიკს აღწევს. ტოვებ ყველა ემოციას, გეზარება ფოტოების გადაღება, დაიმახსოვრო გინდა ყოველი დეტალი და ეგოისტურად შენთვის შეინახო სულ.

DSC_0997

გავრბივართ ლურჯი მეჩეთისკენ. უნდა მოვასწროთ. უნდა. მე ლურჯმა მეჩეთმა უფრო გამაოცა ვიდრე აია-სოფიამ. თითქოს პატივისცემით განვიმსჭვალე მათი ტრადიციების, რელიგიის მიმართ, პროტესტის გარეშე შემოვიცვი ბურკა და ჩემი დისგან დამსახურებული შენიშვნა მივიღე. „შენ ის გოგო არ ხარ ეკლესიაში შესვლისას შარფის მოხურვას რომ აპროტესტებ?!“ მართალი იყო და რა მეთქვა. მესა იწყებოდა, მაინც მოვასწარით დათვალიერება, ჩამოვჯექი კიდეც ნოხზე და გამოველაპარაკე ქართულად მოსაუბრე თურქ ქალბატონს, რომელიც საკმაოდ მოხუცი იყო და არასოდეს ყოფილა საქართველოში.

ბოსფორი. ბოსფორი. ბოსფორი.

მართალია ზღვის სუნი არ დგას, იმ სუნზე ვამბობ მე რომ მიყვარს, მლაშე ჰაერი, მაგრამ გემები, ტურისტული, თევზსაჭერი, „გემ-რესტორნები“. წავედით შთაბეჭდილებების მორიგი ტალღა. სტამბული წყლიდან. წუთივით გარბენილი სამი საათი. უჰუმ. ვხვდები, რომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე აქ, რამდენი რამე დამრჩა სანახავი.

DSC_0854

DSC_1172

DSC_0742-001

დღე მეხუთე

გზა არქეოლოგიური მუზეუმისკენგ. ვთქვა რამე?  არ ვიცი რა … საოცარი ბიზანტიური კულტურის შერწყმა, უძველეს ნამარხებთან.  ვდგავარ და ვფიქრობ ამდენი საუკუნის წინ, ასეთი დახვეწილი გემოვნება და ფიქრი, რომელმაც იქ შემიპყრო, დავდივარ აკლდამებს შორის

IMG_1428IMG_1416

და ვფიქრობ, რამდენი წელი სჭირდება ამ  დეტალების გამოკვეთას თეთრ მარმარილოში, რამდენი წელი ელოდნენ სიკვდილს, ვინც „დაწინაურებისთანავე“ განსასვენებლის მზადებას იწყებს.

მერე გრანდბაზარი შემოვირბინეთ, ჭერისთვის ახედვა მოვასწარი მხოლოდ. ტაქსიმზე გავრბივართ, ხვალ საქართველოსკენ, მანამდე უმანკოების მუზეუმი 6-ზე იკეტება, უნდა მივასწროთ.

MASUMIYET MÜZESI 

ახლა ვიწყებ სულ სხვა ემოციებს, ვიდრე ქალაქია, ვიდრე კონცერტი იყო. ვიცი რომ იმედი გამიცრუვდებათითქოს არც ვიცი ბოლომდე მინდა თუ არა ამ სიყვარულის ისტორიის ნახვა. გაბრწყინებული სახით და აკანკალებული ხელით ვაწვდი წიგნს მომხიბვლელ გოგონას, ველოდები ბეჭედს და შესვლას.

 Desktop3

უჰ პირველი სამუზეუმო სართული და ჩანთა. თითქოს ყველა კადრი გიცოცხლდება ერთ მაგიდასთან სვამ ჩაისხანაც ალკოჰოლ, უსმენ მათ მუსიკასეწევი ფუსუნთან ერთად სადღაც შორიდან მოგესმის ქემალის სიტყვები, როგორ ამბობს მორცხვად: „კონსერვის გასახსნელითნიშნობისბეჭდიანი თითი ღრმად გადავიჭერი და სისხლი წამსკდა. ვერაფრით მოვახერხე სისხლის შეჩერება. ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულით ვიყავი მოწამლული.“ შორიდან უყურებ როგორ ცდილობს წყალს გააყოლოს დარდი. გესმის მისი აჩქარებული სუნთქვა. გესმის და იცი რომ ეს ყველაფერი გამოგონილია, ყველაფერი ფანტაზიაა, რომ სუსტი იყო ქემალი, ძალიან სუსტი, მაგრამ ყველა ემოცია ნაცნობია, ვერსად პოულობ საყურეს. უნდა იპოვნო. უნდა. პირველივე ექსპონატიაო თანამშრომელი გეუბნება, გამოგრჩენია. თვალებს ხუჭავ. წასვლის დროაო.

არ გინდა წასვლა, გინდა იჯდე ჩუქურჯუმას ქუჩაზე და უსმენდე როგორ გიყვებიან თავიანთ ცხოვრებისეულ ტრაგედიებზე.

DSC_1396

Shop-ში ჩავდივარ და შანსი მეძლევა სულ ცოტა ხნით ჩამოვჯდე და ყავა დავლიო. ღიმილით მიწვდიან და მეც ვზივარ. მერე ვემშვიდობები იქაურობას. ვიცი აღარასოდეს მოვალ აქ, არა იმიტომ რომ არ მომეწონა, იმიტომ, რომ აღარ შემიძლია თავიდან განვიცადო ეს ყველაფერი.

ღამდება, რამდენი ხანია აქ ვარ და ტაქსიმი ვერ ვნახე, ნამდვილი ტაქსიმი, აჯანყებული ხალხით და ვერ გადავიღე ფოტო, რომელზეც ვოცნებობდი. ვერ გადავიღე რეალური ხალხი. 

DSC_1413

DSC_1412

DSC_1382-001

სახლისკენ მივდივართ დაღლილები, არ გვინდა ჩაბარგება, დილით ისევ ძალიან დიდი გზა გველის, საქართველოსკენ.

მინდა მახსოვდეს ყველა შესახვევი, ყველა ქუჩა, ყველა ხიდი, ყველა თოლია, ყველა კატა. ადამიანები არ. მე იქ ადამიანებს გავექეცი.

თითქმის თენდება ბარგი ისევ გადმოყრილია. საჩუქრები საყიდელი, მაინც ვიცი მოასწრებ.

იმდენად ჩემი იყო ეს ქალაქი, სურათების დათვალიერებაც არ მინდოდა. მეყო ჩემი ემოციები. მე იქ ვიყავი სახლში ორი საუკუნის წინ. სადაც აუცილებლად დავბრუნდები, დავუბრუნდები ისტორიის ლაბირინთებს, მას რაც არ მინახავს. ეს ის ისტორიაა, მე რომ არ მიყვარს, თუმცა მემატიანეების მიერ დაწერილი არა, ისტორია, რომელსაც ხელით ეხები, ხედავ და შეიგრძნობ.

 ეს istanbul-ია, უძლეველი ბიზანტიის ძლეული დედაქალაქი.

 

ესეც ჩემი 2013 წლის შვებულება.

წინ კიდევ ბევრი წელია 

 

Alpha male

***

ომი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.

კაცი უკანასკნელ წვეთებს ცარიელ ბოთლებში.

ჩვილის ტირილიც მხოლოდ მან გაიგონა.

თოვდა გარეთ. მამამ ჰილდა დაარქვა.

***

პირველად რომ შეუყვარდა მაშინაც თოვდა.

სრულწლოვნანი ხდებოდა იმ დღეს.

ალკოჰოლის და თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ნახევრადჩაბნელებულ კლუბში არაამქვეყნიურად ჩახლეჩილი ხმით მღეროდა იანი.

პირველი შეხება თითების.

-ჰილდა, მიყვარხარ!

-რა?

-არაფერი.

გულში ჩაკვრა და კოცნა. მომწკლარტო თამბაქოს გემო ტუჩებზე. აწითლებული ლოყები.

დეივიდი ერქვა.

პირველი თრობა და პირველი სექსი.

ყველა ფიქრი სხვადასხვაფერად ციმციმებდა.

შეეშინდა ბედნიერების. დილითვე ჩაალაგა მომწვანო ზურგჩანთა და უთქმელად წავიდა.

უცხო ქალაქში.

***

ქალაქის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. რუკაზე აღმოაჩინა სანაპირო ზოლით და მზიანი ამინდებით. ზაფხულის დასაწყისში ჩაღწია სარასოტაში. წვიმდა ხშირად. მაინც ამბობდა: იშვიათად წვიმსო სარასოტაში. იქ კეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ და ამან შეაცდინა.

მოკვდაო მამა, დილით გააღვიძეს.

წვიმდა.

დაბრუნდა.

დახვდა, სიცარიელე.

დროს მოაქვსო სიმშვიდე-გაიფიქრა.

***

ისევ უცხო ქალაქი. უცხო ადამიანები.

პატარა მყუდრო ბინა, ერთი ფანჯრით და ფანჯარასთან მიდგმული საწერი მაგიდით, ერთი საწოლითა და წიგნების თაროთი.

დამლაგებლად მუშაობდა.

დეივიდი.

ისევ ის სახე.

მხრებში ოდნავ მოხრილი, ვერცხლისფერი წვერით.

არ დაუნახავს.

ფანჯარასთან კენკრის ჩაით სავსე ფინჯანი. ისევ თოვდა გარეთ.

დღიური მოძებნა.

სიტყვები ვერ იპოვნა.

***

აეკვიატა ტყისპირა სახლი.

მამა.

კენკრის საკრეფად სიარული.

ის.

და მიხვდა, არსად არ ყოფილა ისე ბედნიერი, როგორც იქ, იმ ტყისპირა, თოვლისსუნიან სახლში.

იმ დღეს, როცა სრულწლოვანი გახდა.

ორ დღეში დაბადების დღე აქვს.

სამოცდაშვიდი წელი. არც ისე ცოტაა.

მატარებლის ბილეთი, უკან.

***

ნახევრადცარიელი ბაქანი.

თოვა.

არავინ ელოდება. მარტო დგას, ისევ იმ ზურგჩანთით.

აკვიატებული ფიქრი:

„მე შევძელი! მე დავბრუნდი!“

1378708_661227373910940_432627815_n

დაგან დაგან

დღემდე ვერ ვხსნი, რით არის გამოწვეული ჩემი სიყვარული მატარებლების და ლიანდაგების მიმართ.

პირველი მგზავრობა ბუნდოვნად მახსოვს, არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი, ხმა მახსოვს და კიდევ ის, როგორ მოგვსდევდნენ ხეები. მამამ წამომიყვანა თბილისში. თამრიკო ამბობს, სახლში რომ მოხვედი ცხვირი სულ გაშავებული გქონდაო მინისგან. ეტყობა მინაზე მიჭყლეტილი ვუყურებდი ხეებს და ალბათ, რომ ვერ გვეწეოდნენ ენასაც გამოვუყოფდი დროდადრო.

სხვა ხიბლი აქვს მატარებელს. ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მატარაბელში მქონდა. ჩემი მეგობრების გამო. ამას ოდესმე მემუარებში მოვყვები 🙂
325709_258963787470636_1697340510_o

338579_258962554137426_1466407480_o

338579_258962540804094_493754297_o

მერე იყო ახალი წელი მატარაბელში, ყველაზე უცნაური განწყობით.

ახლაც, ამ ასაკშიც, ყველაზე მეტად მიყვარს მატარებლების ხიდზე ჯდომა და ლიანდაგების ხმის მოსმენა.

ქალაქში გადაადგილების ყველაზე საყვარელი საშუალება მეტროა. დილის მეტრო არ მიყვარს, გამოუძინებელი, ცარიელი სახეებით სავსე და აჩქარებული. სამსახურის მერე თითქმის ყოველთვის მეტროთი ვბრუნდები სახლში, თითქმის ყოველთვის მიკეთია ყურსასმენები და სათვალე, დავჯდები სკამზე და ვუყურებ ხალხს, (ზოგადად დიდად ხალხთმოყვარე არ ვარ) ვუყურებ როგორ გამოიყურებიან, მთელი დღის ისტორია და შეიძლება ცხოვრებისაც, ამოიკითხო ამ დროს. ვზივარ და ვუყურებ, ძირითადად მოწყენილი, გადაღლილი სახეებია, შედარებთ უფროსებს პარკით საკვები მიაქვთ. მეც ვზივარ და ვუყურებ, მერე  ათასგვარ ისტორიებს ვუყვები ჩემ თავს მათ ცხოვრებაზე. იშვიათად ვღიზიანდები, თუ ხმამაღლა ლანძღავენ ახალგაზრდებს, რომლებიც ადგილს არ უთმობენ. აქაც რამდენიმე კატეგორიაა:

მთვრალი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც რაც შეიძლება ხმამაღლა საუბრობენ (სავარაუდოდ ყურადღების მისაქცევად) „ებღლარძუნებიან“ ერთმანეთს და  არ იციან რომ სულაც არ არიან საამაყო კონდიციაში.

ქუსლებზე შემდგარი პატარა გოგოები, გატანჯული და ცარიელი სახეებით.

ადამიანები, მუყაითად რომ გადაუშლიათ წიგნი და სულ არ აინტერესებთ სად, როგორ და რა ხდება.

და „ოჯახის ხალხი“, ყველაზე დაღლილი და მზრუნველი სახეებით, ხილით ან პურის პარკით ხელში, დროდადრო თავის თავს თუ ცხოვრებას რომ შეღიმებენ ხოლმე.

კარები იკეტება, ბოლო გაჩერება… ამ დროს უკვე ზურგით ვდგები ხოლმე და მინდა ემოციები იქვე დავტოვო. ჭუჭყი, ტკივილი, დაღლა. ესკალატორზე ამოსვლისას, კი ჩვევად მაქვს უკან მოვიხედო და გადავავლო თვალი დარჩენილ მიწისქვეშეთს.

(ერთი წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა: კაცი დგას მეტროს ამოსასვლელთან დიდი ნის განმავლობაში და გამვლელმა კითხა აქ რატო დგახარო, იმდენი ხალხი ამოდის მიწიდან, იქნებ გარდაცვლილი მამაჩემიც ამოვიდესო) რა ვიც. :).

 _DSC0277-001

Continue reading

წითელი უტოპია

(ძალიან ძველი, მაგრამ არავადაგასული პოსტი
ჩემი წითელი უტოპიის შესახებ.)

ოდესმე მეც წავიდოდი…

იმათთან არა. ფრიდასთან ერთად, მოვიწყობდი ბოჰემას, ჩემსას.

ის ირონიულად მეტყოდა, რომ ვერ იტანს ჩემს დაბადების დღეს, მომიყვებოდა, როგორ წმენდს ხატვა სულს  და ფუნჯებს გამოაზამთრებდა სისხლივით მომლაშო ხასიათში.

იქ ყავას ზღვის სუნი ექნებოდა, ნამცხვარს – ჩემი დამტვრეული ხელების ფორმა. დამშრალი ზღვის ფსკერზე ჩავარდნილი მზე მბჟუტავ სანათს ემსგავსებოდა.

მერე მოვიდოდა ძილი…

ძილი და ხმები…

ხმები – არარსებობის.

ძილში განვაგრძობდი ცხოვრებას სეზონების შემდეგ, უთავო ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ვეყვარებოდი თავის პოვნამდე, მერე – აღარ.

მოვიდოდა მოყვითალო გათენება.

ხმადაბლა გავიმეორებდი:

დროს მოაქვს სიმშვიდე!

დროს მოაქვს სიმშვიდე!

დროს მოაქვს სიმშვიდე და სულზე ხელების დაფარებას.

უცხო ადამიანებთან მოწითალო დაღამებას სიმშვიდისა და ქონდრის ნახარშის სუნი  ექნებოდა.

შენ – ჩემი.